პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა.

მანამდე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, რომელმაც პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატების საკითხს განიხილავს და ამ ფარსში ისინი მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.

მათი განმარტებით, კანდიდატთა შერჩევის პროცესის გაგრძელებით ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტს არღვევს. ოპოზიცია ითხოვს, რომ პარლამენტში რეფორმების ჯგუფი შეიქმნას, ხოლო კანდიდატთა შერჩევის პროცესი შეჩერდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა