ანრი ოხანაშვილი - „ლელოს“ დეპუტატები რეალურად არა პარლამენტის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წევრები არიან

"ლელოს" დეპუტატები არიან არა პარლამენტის წევრები, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული წევრები, რომლებიც მათ ინტერესებს აჟღერებენ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ლელოს" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პარტიის წევრებმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

მისი თქმით, "ლელო" არის "ნაციონალური მოძრაობის" განშტოება და მან პირდაპირ დაარღვია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ამასთან დაკავშირებით ოხანაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს "შესაბამისი რეაქციისკენ".

“მე ვეღარ განვიხილავ „ლელოს“ წევრებს, როგორც ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში საქმიანობენ, ისინი რეალურად არიან არა პარლამენტის წევრები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წევრები, რომლებიც მათ ინტერესებს აჟღერებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს „ლელოს“ ინსტრუმენტად, როგორც ხელმომწერ მხარეს, რომ გააჟღერებინოს მათი ინტერესები. „ლელო“ დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივით დაკომპლექტებული წევრებით, რომლებიც არიან ინსტრუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში. როგორც ჩანს, „ლელომ“ მიშელის დოკუმენტს ფორმალურად მოაწერა ხელი და ვფიქრობ, მათზე შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო აქტორების მხრიდან უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო