ალეკო ელისაშვილი - ვერაფრით ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "პრაიდის" გამართვა აღვივებს სიძულვილს LGBT + თემის მიმართ.

ელისაშვილის თქმით, ვერ ხვდება, რა შედეგზეა გათვლილი "პრაიდი".

მისივე თქმით, პრაიდის მიზანი თუ ის არის, რომ ადამიანებს არ ეზიზღებოდეთ „ლგბტ“ თემი, პირიქით ხდება.

„ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შედეგზეა გათვლილი „პრაიდის“ გამართვა. პრაიდს რომ გამართავ, ამან უფრო მეტი ემპათია გააჩინოს ადამიანებში, სიძულვილი არ იყოს LGBT თემის წინააღმდეგ ხომ? ყოველი პრაიდი პირიქით არის, უფრო აღვივებს სიძულვილს და ამით საშუალებას აძლევს, გამოცოცხლდნენ პრორუსული ძალები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ძალოვანმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, თბილისში 5 ივნისს "თბილისი პრაიდი" -ს ორგანიზებით, "ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის!" გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო