ალეკო ელისაშვილი - „ლელომ“ თავს ჰკითხოს, უხერხული არ არის "ნაცმოძრაობის" გვერდზე დგომა? - ამრევების დამქაშები გახდნენ

„ლელოს“ ამომრჩეველი დაფიქრდეს, რომელ პარტიას მისცა ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკრულზეა?, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა განმარტა, საარჩევნო ცვლილებები ქვეყანაში არჩევნებისადმი ხალხის უნდობლობას დაასრულებს, რითაც „ლელო“ ვერ იამაყებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ამ ცვლილებებს აღნიშნულმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

„პოლიტიკური მუქთახორობა თუ არ დასრულდება, ძალიან უნდა შეიზღუდოს საქართველოში. ზოგიერთი მიეჩვია - 9 მილიონი მაქვს, მერე რაა, წავალ, აგარაკს ავაშენებ დუშეთში, მიდი კაცო, ეს ნახირია, მომცემს ხმასო - ეს უნდა დამთავრდეს, კორუფცია უნდა დამთავრდეს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციურ პარტიებში და ხალხის ფულის მითვისება და ფლანგვა. მე გადავწყვეტ, რომ მუქთახორა გავხდე? ღმერთმა დამიფაროს, ჩემ წინააღმდეგ იქნება, არ მექნება საშუალება, რომ ვიმუქთახორო, ეს არის ამის კანონი და „ლელო“ და ისინი გულაჩუყებული ნუ ლაპარაკობენ, რადგან სიყალბეა, რასაც ამბობენ. სინამდვილე არის ის, რომ საარჩევნო რეფორმა არის ძალიან მაგარი რეფორმა და ვინც ხმა არ მისცა, არათუ შარლ მიშელის შეთანხმება დაარღვია, არამედ უარი თქვა უკეთეს საქართველოზე, ამაშია პრობლემა, ეს არჩევნები მარტო ჩემთვის არ იქნება ხეირი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს, ქაოსისკენ მიმართული პარტიაა, უნდათ რევოლუცია, არეულობა, სხვანაირად ვერ გრძნობენ თავს. აი, „ლელოს“ ამომრჩეველი დაფიქრდეს ერთი, რომელ პარტიას მისცეს ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის “ დაკრულზეა? რომელიც პირიქით, წესით, რესპექტაბელური პარტია უნდა ყოფილიყო, საქმიანი პარტია უნდა ყოფილიყო, ამ დროს, ამრევების დამქაშები გახდნენ. ჩაერთე, მოდი, იმუშავე პირველივე დღიდან, შენი კვალიფიკაცია, შენი ცოდნა ჩადე ამაში, ნუ დგახარ შორიდან და შარს ნუ ეძებ. „ლელომ“ თავის თავს ჰკითხოს, უხერხული არ არის მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე რომ დგანან და არა დანარჩენი პარტიების გვერდზე? უკეთესი საქართველოსთვის გადადგმული ნაბიჯია საარჩევნო კოდექსი და ცვლილებები. ამ ცვლილებებით ჩვენ უნდა დავასრულოთ და დავასრულებთ ერთ, საშინელ, ეროვნულ პრობლემას - არჩევნებისადმი უნდობლობას. ამით მე, ლევანი და ჩვენი პარტია „მოქალაქეები“ ძალიან ამაყი ვიქნებით, „ლელოსაც“ შეეძლო ამაყი ყოფილიყო, სხვებსაც შეეძლო, ვინც მხარი დაუჭირა, იმათაც შეუძლიათ ეს სიამაყე გაიზიარონ, მაგრამ „ლელო“ ვერ იქნება ვერაფრით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის