ნინო ბურჯანაძე - თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს - არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მხარს ვუჭერ ოპოზიციის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან

პოლიტიკური მუქთახორობა იცით რა არის? - ხმებს რომ მიიღებ და „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობ, ოპოზიცია რომ გქვია და ხელისუფლების თამაშს თამაშობ, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მუქთახორობა უნდა დასრულდეს.

როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, ვაქცინაციის პროცესის შეფერხების დროს პარლამენტში ოპოზიცია იმას განიხილავს, რაც ოპოზიციას და პარტიებს აწუხებს.

„არ შეიძლება საქართველოში ვაქცინა იყოს?! ოცეულში გავედით მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით და რას ვლაპარაკობთ? ამ დროს პარლამენტში ოპოზიცია რას იხილავს, იმის განხილვა დაიწყეს რაც ოპოზიციას და პარტიებს აწუხებს. პოლიტიკური მუქთახორობა რას ნიშნავს? პოლიტიკური მუქთახორობა იცით რა არის? ხმებს რომ მიიღებ და „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობ, ოპოზიცია რომ გქვია და ხელისუფლების თამაშს თამაშობ. პარლამენტში რა გააკეთეს ძალიან მაინტერესებს. დღეს 29 ივნისია, 2 ოქტომბერს არის არჩევნები, აგერ ვნახავთ რაღაც გაწიკწიკებული არჩევნები ჩატარდება“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, ნინო ბურჯანაძის თქმით, ის საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, პარლამენტი ვერაფერს ცვლის. არ გადამრიოთ ახლა, ქუთაისის მერად დავასახელო თავი თუ ჭიათურის?! თბილისის მერი უნდა იყოს ახალგაზრდა ენერგიული ადამიანი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის. არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, ვიღაცას ვაყვირო ე.წ. პრორუსული?! "ქართული ოცნება" რომ ბოდავს „ბურჯანაძემ თავისი შვილი დაასახელა მერადო" , რეებს ბოდავთ?! მართლა ვერ გავიგე!

მხარს ვუჭერ ოპოზიციის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან. ამ შემთხვევაში გახარია ცოტა რთული მომენტია, გახარიას არ დაუმტკიცებია, რომ ნამდვილად ოპოზიციაშია. გასაგებად უნდა თქვას, რა უნდა. რომ იძახის "ბიძინასნაირი ბევრი მოგვცეს ღმერთმა ყველგანო" გაუგებარია. გახარიას პარტია, რაც მეტს აიღებს მით უკეთესია, ის "ქართულ ოცნებას" წაართმევს ხმებს“,- აღნიშნავს ბურჯანაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს