პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, კომისიის საქმიანობა დასკვნით ეტაპზეა, თუმცა დასკვნის საბოლოო დადება კომისიის წევრების მუშაობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, ღუდუშაურის თქმით, კომისიის მუშაობის შედეგად არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი ისეთი დარღვევა არ გამოვლენილა, რაც შედეგებზე არსებით გავლენას მოახდენდა და ოპოზიციას “ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევს”.

“პროცესისის დაკვირვების შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთი ისეთი ხასიათის დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, არ გამოვლენილა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ, მოეტანათ არგუმენტები და თვითონ ყოფილიყვნენ სკუთარი არგუმენტების შესწავლის ავანგადში. ოპოზიციამ ამაზე გაუმართლებლად თქვა უარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიცია შვიდი თვეა, საზოგადოებას სთავაზობდა სიცრუეს, იყვნენ ტყუილით დაკავებულები, რის გამოც მოუწევთ ბოდიშის მოხდა და საკუთარი სიტყვების უკან წაღება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ კომისიის მუშაობის ფარგლებში უკვე მოუსმინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიების და საოლქო კომისიების, ასევე პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა