დიმიტრი ხუნდაძე „თბილისი პრაიდზე“ - ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა იფიქროს - საკითხი, რომელიც რისკებს შეიცავს, ყველამ, მათ შორის მისმა ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ „თბილისი პრაიდის“ დროს ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების სტაბილურობა დაცული უნდა იყოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მცირე ძალადობაც კი არ მოხდეს.

„ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველამ უნდა იფიქროს, რა თქმა უნდა, უპირველესი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აკისრია, ამიტომ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც მცირე ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს, მაგრამ საკითხი, რომელიც რისკებს შეიცავს, ვფიქრობ, რომ ყველამ, მათ შორის მისმა ორგანიზატორებმაც უნდა გაითვალისწინონ. ჩვენთან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესის დროს ქვეყნის უსაფრთხება და საზოგადოების სტაბილურობა დაცული იყოს“,-განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, 5 ივნისს, "თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის!" გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა