ალუდა ღუდუშაური იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესის არჩევნების შემდეგ გადადების ერთ-ერთ მიზეზად საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობას ასახელებს

„ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესის არჩევნების შემდეგ გადადების ერთ-ერთ მიზეზად საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობას ასახელებს.

როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგვისტო ისედაც არასამუშაო პერიოდია და ამასთან, არსებობს სხვა უფრო პრინციპული საკითხები, მათ შორის საარჩევნო პროცესი.

„ქართული ოცნება“ მოქმედებს იმ შეთანხმების და პრინციპების დაცვით, რომელიც, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე მხრივ, გვინდა, ყველა ეს პროცესი იყოს ინკლუზიური. ჩვენი მზაობა არის, რომ ამ პროცესში იქნება მეტი ჩართულობა.

ჯერ ჩვენ გვაქვს დასაკომპლექტებელი უზენაესი სასამართლო, შემდეგ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი. ეს ნაბიჯები არის თვითონ ოპოზიციური პარტიებისთვისაც უფრო პრიორიტეტული, რადგან აგვისტო ისედაც არასამუშაო თვეა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტული პრინციპულია, რომ ჯერ საარჩევნო საკითხებზე მოხდეს კონცენტრირება”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად კონკურსს, სავარაუდოდ, ოქტომბრამდე არ გამოაცხადებს და პროცესს ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყებს.

პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ ხუთივე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა ამოეწურა. შესაბამისად, ასარჩევია ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრითა და სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით - არანაკლებ 90 ხმით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს