დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარება შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, ამისგან თავი უნდა შეიკავონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარება შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, ამისგან თავი უნდა შეიკავონ.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ადამიანებმა პრაიდის შედეგები უნდა გაზომონ.

„არ ვთვლი, რომ ამ ადამიანებს ვინმე ჩაგრავს. შედეგები უნდა გაზომო - თუ ისინი ხედავენ, რომ პრაიდის ჩატარება შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს, მგონი, ამისგან თავი უნდა შეიკავონ. როგორც მათ აქვთ თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ისე აქვს ყველა დანარჩენს - მეც, საპატრიარქოსაც, ნებისმიერ სხვა ადამიანს”,- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, თბილისში, 5 ივნისს, „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, "ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის!" გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა