ხათუნა სამნიძე - როცა არამოსამართლე წევრების არჩევას იუსტიციის საბჭოში სჭირდება ოპოზიციის ხმებიც, „ქართული ოცნება" იხევს უკან - ეს არის შიში

როცა არამოსამართლე წევრების არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სჭირდება ოპოზიციის ხმებიც, „ქართული ოცნება" იხევს უკან - ეს არის შიში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევი კონკურსი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამოცხადდეს.

სამნიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება საბჭოში „კლანის“ დატოვებას ცდილობს.

„იმის გამო, რომ 90 ხმა არ აქვს „ქართულ ოცნებას", მან გადადო გაურკვეველი ვადით ეს პროცესი, რაც არის დარღვევა და არ არის სწორი. ის ფიქრობს, რომ გაექცევა იმას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყვნენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ნაზი ჯანეზაშვილისნაირი წევრები და ურჩევნია დატოვოს „კლანი“. ეს არის შეუძლებელი. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას ეშინია ოპოზიციის ჩართულობის ამ პროცესში", - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა