პროგრამა „ბალანსი“ პრემიუმ ხარისხის ხილისა და ბოსტნეულის მაღაზიის - „ფრეშ კულინარის“ სააღრიცხვო პროგრამაა

პროგრამა „ბალანსი“ არის პირველი ქართული სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე. ბალანსი განკუთვნილია SME სექტორისთვის და იდეალურია როგორც საცალო ისე საბითუმო ვაჭრობის აღრიცხვისთვის.

ბალანსი უკვე ერთი წელია კომპანია „ფრეშ კულინარის“ სააღრიცხვო სისტემაა. ფრეშ კულინარი არის უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მაღაზია, რომელიც პროდუქციის იმპორტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფრეშ კულინარი ბალანსით აღრიცხავს როგორც საწყობს, ისე მაღაზიას - საცალო და საბითუმო ვაჭრობას. ასევე, კომპანია გეგმავს რესტორნის გახსნაც, სადაც წარმოებაში გამოყენებული იქნება მაღაზიის პროდუქცია. ბალანსი არის მინი ERP-ის ტიპის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეშია გაერთიანებული, მაღაზიის პროგრამა, საწყობის პროგრამა, წარმოება და საბუღალტრო პროგრამა. ფრეშ კულინარის რესტორანის აღრიცხვაც ბალანსით მოხდება - პროდუქცია მარტივად გადამისამართდება მაღაზიიდან რესტორანში, ანუ წარმოებისთვის კომპანიას ახალი პროგრამის დამატება არ დასჭირდება.

ვახო ლაბაძე მაღაზია „ფრეშ კულინარის“ მენეჯერი:

„ბალანსი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია. ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც ბიზნესის მართვისთვის გვჭირდება. უახლოეს მომავალში რესტორნის გახსნასაც ვგეგმავთ და ჩვენთვის მისასალმებელია, რომ ყველაფერთან ერთად ბალანსში საკუთარი წარმოების აწყობასაც შევძლებთ.“

ფრეშ კულინარის მაღაზიაში პროდუქტების მიწოდება ხდება საწყობიდან. პროგრამულად პროდუქცია თავდაპირველად ფიქსირდება ბალანსის საწყობის მოდულში. შემდეგ ავტომატურად ხდება პროდუქციის საწყობიდან მაღაზიაზე გადაწერა. მაღაზიაში რეალიზებული საქონელი ავტომატურად ჩამოიწერება როგორც საწყობიდან, ისე მაღაზიიდან. ბალანსს აქვს ინტეგრაცია RS.ge-სთან, შედეგად ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურების ავტომატურად გენერირდება ყოველი რეალიზაციის შესაბამისად.

სალაროს თავად ვმართავ და შემიძლია ვთქვა რომ ბალანსი ძალიან მიმარტივებს ამ პროცესს. პროგრამაზეა მიბმული პოსტერმინალთან და ჩეკს ავტომატურად ბეჭდავს. ასევე, სინქრონიზებულია შემოსავლების სამსახურთან და დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება, რაც საკმაოდ დიდ დროით რესურსს მიზოგავს“

ბალანსს აქვს უარყოფითი ნაშთების კონტროლი ფუნქცია - ეს ნიშნავს, რომ მაღაზიაში რეალიზაციის გატარების მომენტში, თუ არც საწყობში და არც მაღაზიაში არ არის შესაბამისი პროდუქტის ნაშთი, პროგრამა მოლარეს არ მისცემს რეალიზაციის დასრულების საშუალებას.

უარყოფითი ნაშთების კონტროლი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალია. მოგეხსენებათ გვაქვს მალფუჭებადი პროდუქცია და ძალიან ხშირად გვიწევს ვადაგასული პროდუქტების ჩამოწერა. ამ პროცესში, უარყოფით ნაშთები ე.წ. „დაზღვევის“ ფუნქციას ასრულებს. არ გვაძლევს შეცდომის დაშვების საშუალებას, შესაბამისად არ ვყიდით იმას არც მარაგში უკვე აღარ გვაქვს - ამგვარად არც მომხმარებელი შეგვყავს შეცდომაში და არც ბიზნესს ვაზარალებთ“

ბალანსი ინტეგრირებულია ფრეშ კულინარის მაღაზიის სასწორთანაც - პროგრამასა და სასწორ შორის ინფორმაცია იცვლება ლაივ რეჟიმში - რამდენიმე ღილაკის დაჭერით ახლდება პროდუქციის ფასები და ემატება ახალი პროდუქტებიც სასწორს.

ჩემთვის აღმოჩენაა ბალანსი - პროგრამას აქვს ყველა ის ფუნქციონალი რაც მაღაზიისა და საწყობის მართვისთვის მჭირდება, პლუს აქვს ძალიან კარგი რეპორტინგ სისტემა სადაც ლაივ რეჟიმში ვაკონტროლებს დღის ნავაჭრს, მოგება-ზარალს, მარაგებს და ა.შ. საერთო ჯამში, პროგრამასთან მუშაობა ძალიან მარტივი და პრაქტიკულია“, - აცხადებს ვახო ლაბაძე.

პროგრამა ბალანსის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.balance.ge. ან დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს: 591 766 766

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის