გურამ ფალავანდიშვილი - ვითხოვთ „პრაიდის“ გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის გაძევებას

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და საზოგადოებრივი ცენტრი „ზნეობას” წევრებმა „თბილისი პრაიდის“ მიერ „ღირსების მარშის” ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქცია გამართეს. მათ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სახელზე განცხადება შეიტანეს. ისინი ელჩის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, გაავრცელებენ პეტიციას, რომელსაც ათასობით ქართველი მოაწერს ხელს.

„თქვენ ნახეთ რაოდენ ბნელი ორგანიზაციაა ევროკავშირი. ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” ითვლის 5000-მდე მხარდამჭერს მრევლის სახით. ბატონი ჰარცელი და ევროკავშირი დუმს და ჩაკეტილი აქვს თავისი სივრცე. გავავრცელებთ პეტიციას, რომელსაც ათასობით ქართველი მოაწერს ხელს, განსაკუთრებით ლგბტ პრაიდის გამართვის წინ. ჩვენ ვითხოვთ პრაიდის გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და ამერიკის ელჩ კელი დეგნანის გაძევებას, „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებას. მათ ოკუპირებული აქვთ მთელი იდეოლოგია, მაგრამ ხალხს ვერ მოერევიან”, - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

აქტივისტები აშშ-ს საელჩოსთან გადაინაცვლებენ, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის გადადგომას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა