ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება, ამით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიმონიშვილმა განუცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სისტემური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს.

„ცალკე აღებულ ერთ წევრში პრობლემა არ იყო და ცალკე აღებულ თამარ ჟვანიაში ჩვენ პრობლემის ძებნა არ უნდა დაგვეწყო. თამარ ჟვანიას გადადგომა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ შემდგომ არჩევნებთან მიმართებით ნდობის პრობლემა არ გაჩენილიყო. აქედან გამომდინარე, ეს გადადგომა გზას გვიხსნის იმისთვის, რომ ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე, რომელთან მიმართებითაც კითხვები ნაკლები იქნება. ჩვენი პოზიცია თავიდანვე ის იყო, რომ თუ ცვლილებები მოხდებოდა, ეს ცვლილებები სისტემური უნდა ყოფილიყო. ცალკე აღებული ერთი წევრის გადადგომით პრობლემა არ გადაწყდებოდა. სისტემურ ცვლილებებს უნდა მოეტანა ნდობა. ცესკოს თავმჯდომარის დადგომის შემდეგ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტმა იზრუნოს, რომ დანიშნოს ისეთი თავმჯდომარე, რომლის დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც კითხვები ნაკლები იქნება.

ცალკე აღებული თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება, ამით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება. ერთი წევრის გადადგომით კოლეგიურ ორგანოში მდგომარეობა არ იცვლება. სისტემური ცვლილებებით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნდობა იყოს მაღალი. ერთი წევრის, თამარ ჟვანიას გადადგომით უბრალოდ ახალი თავმჯდომარე ეყოლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს ნაბიჯი იქნება კარგი იმისთვის, რომ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ახალი თავმჯდომარის დანიშვნით, უფრო მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ამასთან, სიმონიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები გარემოს გაჯანსაღებისკენ გადადმული ნაბიჯია, თუმცა, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები, მოგვიანებით შეფასდება.

„ცესკოსთან მიმართებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებიც განხორციელდა და ძალაშიც უკვე შევიდა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს წევრების დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ახლა პარლამენტმა ორი წევრი უნდა აირჩიოს ცესკოში, 6 არჩეული წევრი ისევ ინარჩუნებს პოზიციას, ასევე პარტიებსაც ეყოლებათ 9 წევრი. ეს ცვლილებები როგორ შედეგებს მოიტანს, ამას მოგვიანებით შევაფასებთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, არ მიდის პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე.

„ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას”, - ნათქვამია თამარ ჟვანიას განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს