სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები ქალაქ მარტვილში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონშია გამოვლენილი.

„მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია 1.4 კუბური მეტრი მუხისა და 3.82 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ჩამოუგანავი ფიცარი და 4 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი ხე-ტყე - მორი.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა