გია ვოლსკი - ომბუდსმენი უნდა იყოს ობიექტური დასკვნების გამკეთებელი, ვერანაირ დასკვნას ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე სახალხო დამცველის განცხადება პოლიტიკური პლატფორმიდანაა გაკეთებული და ომბუდსმენი კომპეტენტურ დასკვნებს ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმენს მოსამართლეობის კანდიდატებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჩართულობაზე სახალხო დამცველის მიერ უარის თქმა განაპირობებს შემდგომ დაპირისპირებებს, სახალხო დამცველი კი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი.

„სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და ობიექტური დასკვნების გამკეთებელი. ვერანაირ დასკვნას ის ვერ გააკეთებს, თუ თავად არ მოუსმინა მოსამართლეობის კანდიდატებს, თავად არ გამოიტანა დასკვნა, რამდენად მიკერძოებული იყო იუსტიციის საბჭო ამ კანიდატურების წარმოდგენაში; რამდენად შეესაბამება რეალობას იმის მტკიცება, რომ სასამართლო ორგანოში მიკერძოებული გადაწყვეტილებები მიიღება. ამის შემდეგ კომპეტენტური დასკვნის საშუალება ექნებოდა. დღეს კი ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებული განცხადებაა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენი მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს