გიორგი ვაშაძე - თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია, გილოცავთ ყველას - ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ

თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია, გილოცავთ ყველას - ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით, გაათმაგებული რესურსებით უნდა დავიწყოთ საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიწყოს დემოკრატიის ფუნდამენტის - არჩევნების, თავისუფალი არჩევნების და რაც მთავარია, ნების დემოკრატიული გამოხატულების გასწორება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია - განსაკუთრებით, საარჩევნო კუთხით ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

„ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი, რომელმაც პირველ რიგში მოგვიტანა შარლ მიშელის შეთანხმება, სწორედ შარლ მიშელის შეთანხმება დაუდო საფუძვლად თამარ ჟვანიამ საკუთარ გადადგომას და ჩვენ მივიღეთ ორი დღის წინ ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო რეფორმის მხრივ იმისათვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს იგივე სიყალბე, არ შეიქმნას კიდევ ახალი თამარ ჟვანიები, ჩვენ გვჭირდება დღე და ღამე მუშაობა. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებაში იმისათვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობის და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ. თამარ ჟვანიას გადადგომის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო როგორც პროცედურული, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო - რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა? ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს და რაც მთავარია დიახ ნაბიჯ -ნაბიჯ მივდივარ აქეთ - ერთი თვის წინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ გადადგებოდა თამარ ჟვანია ალბათ, აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა, დღეს ეს კონკრეტული ნაბიჯი დადასტურებულია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო