„საქართველოს მელიორაცია“ მომხმარებლებს წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

„საქართველოს მელიორაცია“ მომხმარებლებს წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფომრაციით, „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები წყლის არამიზნობრივი გამოყენების აღმოსაფხვრელად მკაცრ მონიტორინგს აწარმოებენ.

„2021 წლის სარწყავი სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, რის გამოც სარწყავი წყლის მოხმარებამ მკვეთრად იმატა.

საქართველოს მელიორაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, თავი შეიკავონ წყლის არამიზნობრივი გამოყენებისგან, რადგან მათ მიერ წყლის არარაციონალურად მოხმარების თითოეული შემთხვევა აფერხებს სხვა მომხმარებლისთვის სარწყავი წყლის მიწოდებას. „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესს.

წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკის სწორად შემუშავებისა და სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეახსენებს წყალმომხმარებლებს, კომპანიასთან სამელიორაციო მომსახურების ხელშეკრულება დროულად გააფორმონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან