მაია ბუწაშვილი - ეპიდვითარებას საგანგაშოს ჯერ ვერ დავარქმევთ, თუმცა, მზარდი ტენდენცია აშკარად შეინიშნება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არსებული ეპიდვითარება საგანგაშო არ არის, თუმცა, რეალურად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი და მოქალაქეებმა რეგულაციები დაიცვან.

„ვითარებას საგანგაშოს ჯერ ვერ დავარქმევთ, თუმცა მზარდი ტენდენცია აშკარად შეინიშნება. ჯერჯერობით, „მეოთხე ტალღაზე“ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე „მესამე ტალღის“ მიმდინარეობის პროცესში ვართ, რომელიც დაახლოებით თანაბარ ტენდენციას იჩენს. პროგნოზორების გაკეთება, ზაფხულის ბოლოსკენ და შემოდგომით რა იქნება, ძალიან რთულია, იმედია, მანამდე უფრო გააქტიურდება ვაქცინაციის პროცესი და შემთხვევების მკვეთრი აღმავლობა არ გვექნება“,-განაცხადა ბუწაშვილმა.

მისი შეფასებით, რეგულაციების მოხსნა არსებულ ეპიდვითარებას დრამატულად ვერ შეცვლის.

„არ მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ საპრევენციო იყო იმ სახით, როგორც იყო. არ მგონია, რომ მისმა გაუქმებამ რაიმე დრამატულად შეცვალოს. რაც შეეხება გარე სივრცეებში პირბადის ტარებას, ამ კლიმატურ პირობებში ფაქტობრივად გაუსაძლისი გახდა და ადამიანები აღარ იცავდნენ მისი მოხმარების წესს, თუ ეკეთათ პირბადე, სრულიად შეუფერებელი იყო იმიტომ, რომ ხშირად არ იცვლიდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, გარე სივრცეში პირბადის გაუქმებაც ლოგიკური იყო“,-განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, შენობის შიგნით პირბადე გამოიყენონ, ხოლო გარე სივრცეში, სადაც დიდი თავყრილობების გამო, დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ასევე ატარონ პირბადე.

„მთავარია, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები იყოს, ხალხმა დისტანცია დაიცვას და ამ მხრივ ზედამხედველობაც გაძლიერდეს.

შენობის შიგნით აუცილებლად უნდა იყოს პირბადე გამოყენებული და გარე სივრცეშიც, თუ დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის ერთად თავს. უნდა გვახსოვდეს ის, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ, კორონავირუსი ისევ ადგილზეა“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან