სხვადასხვა სამუშაოს გამო 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქსელში გადართვების გამო, დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეეზღუდება: ყიფიანის, ფოთის, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ცაბაძის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ზურაბ ავალიშვილის და აბესაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის II კვარტლის, მოსკოვის გამზირის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის და ჩიტაძის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ლეონიძის, ამაღლების, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის და გიორგი ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სერგი სურგულაძის, ნიშნიანიძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, პატარა ტბის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა