ვატო სურგულაძე - დიდი საფრთხეა რუსეთიდან, დადასტურებულია, რომ აცრის ცნობა იყიდება - ხომ ნახეთ, დანიამ და გერმანიამ საერთოდ აკრძალა რუსეთიდან ტურისტების ჩასვლა​

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობები იყიდება.

აღნიშნულის შესახებ სურგულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, რუსეთიდან შემოსული ტურისტები საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

„წინა სეზონზე, ჩაკეტილ საზღვრებზე იმდენი რუსული მანქანა იყო შემოსული, ახლაც დიდი საფრთხეა რუსეთიდან. დადასტურებულია, რუსეთში ცნობები იყიდება. იყიდება ცნობა სადღაც, პეტერბურგში 5 თუ 7000 რუბლამდე ღირს ცნობა, რომ აცრილი ხარ ორჯერადად. ერთია PCR-ის გაკეთება, მაგრამ მესამე დღესაც უნდა გაიკეთოს PCR, გაკეთებადია, თუ შესაბამისი ნება იქნება და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააკონტროლებენ, სხვა შემთხვევაში, შეგვიძლია ის ტურისტები დავაჯარიმოთ და სხვა ღონისძიებებიც ჩავატაროთ. ხომ ნახეთ, დანიამ, გერმანიამ საერთოდ აკრძალა რუსეთიდან ტურისტების ჩასვლა. რუსეთი რეალური პრობლემაა“, - განაცხადა სურგულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა