მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ბენჩ ბარზე“ ადვოკატთა ასოციაციის, გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მოსამართლეებთან ერთად აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშრებულ პრობლემურ საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში იმსჯელეს.

„ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს, რომლის ძირითადი მიზანი მართლმსაჯულების პროფესიათა დიალოგის კულტურის დამკვიდრების გზით, ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებაა. მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება უფრო ხარისხიანი და სანდო გახდეს ჩვენი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყოს თითოეული ადამიანის ინტერესებსა და მათი უფლებების დაცვაზე", - აღნიშნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატს საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი იურიდიულ პროფესიათა შორის რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების გზით მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს