„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1 ივლისს, 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ: აჭარის რეგიონს და ასევე ურეკის, ლაითური და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო