ბადრი ჯაფარიძე - სამწუხაროდ, მედიაზე თავდასხმა დამკვიდრებული ტენდენციის კიდევ ერთი გამოხატულებაა

დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი ფორმით თავდასხმა სრულიად მიუღებელია და ასეთი თავდამსხმელების მიმართ კანონი სრული სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებზე წალკაში განხორციელებულ თავდასხმას.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობა.

„ოცნების" ხელისუფლების პერიოდში მედიაზე ფიზიკური ძალადობა, არც პირველი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი შემთხვევაა.​ ​წალკაში, სოფელ წინწყაროში არსებული მძიმე პრობლემების გასაშუქებლად ჩასული "ტვ პირველის" ჟურნალისტ ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ, არც პირველი და როგორც ჩანს, არც უკანასკნელი შემთხვევაა. ეს არის უკვე დამკვიდრებული ტენდენციის კიდევ ერთი გამოხატულება, რადგან მსგავსი ფაქტები არაერთხელ მომხდარა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებიც. როგორც წესი, მედიაზე ძალადობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო უწყებების რეაგირება არ არის მყისიერი და მწვავე და უმეტესად ზედაპირულ ხასიათს ატარებს. ამგვარი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედების წახალისებას წარმოადგენს. ეს პროცესი კიდევ უკეთესად ჩანს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც აქტიურად მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. ცხადია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი ფორმით თავდასხმა სრულიად მიუღებელია და ასეთი თავდამსხმელების მიმართ კანონი სრული სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ჟურნალისტების მიერ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, შსს-მ ქვემო ქართლში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 26-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს