მიხეილ ჩხენკელი თბილისის საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის საგამოცდო ცენტრებში იმყოფებოდა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

განათლების მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დაუდასტურდება, ის გამოცდებს არ გამოეთიშება.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, გამოცდებზე ზედმიწევნით არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დაუდასტურდება, ის გამოცდებს არ გამოეთიშება. ასეთი აბიტურიენტებისთვის სპეციალურად ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება. მინდა, ყველა აბიტურიენტს მთელი გულით ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

„საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.

2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.

14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა