გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა, რეფორმები გასაკეთებელია, ახალი თავმჯდომარე ასარჩევია

გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „თამარ ჟვანიას 9- წლიანი გაყალბების ეპოქა წარსულს ჩაბარდა".

„ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომლებიც აქამდე ამბობდნენ, რატომ არ წერია მისი გათავისუფლების შესახებ მიშელის დოკუმენტშიო და ახლა საუბარი შეატრიალეს. ეს არათანამიმდევრულობა მაკვირვებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა, რეფორმები გასაკეთებელია, ახალი თავმჯდომარე ასარჩევია“, - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რამდენად არის იმის საფრთხე, რომ კონსენსუსი ვერ შედგეს და ახალი თავმჯდომარე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ჩაატარებს, მხოლოდ უმრავლესობის ხმებით აირჩეს, ვაშაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების გაუმჯობესებისთვის ბევრი მექანიზმი არსებობს.

„კი, თვითმმართველობის არჩევნები არის რეფერენდუმი, მაგრამ ამ რეფერენდუმის დროს ოპოზიციას ჰყავს ცესკო- ს 8 წევრი ჯამური 17 - დან, რაც უპრეცედენტოა. პლუს, ვნერგავთ ტექნოლოგიებს, დავების საბჭო იქნება და ბევრი მექანიზმია იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ არჩევნები“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა