ლევან დავითაშვილი - უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება 9-10 წლის განმავლობაში, რათა ზრდის ის ტემპი, რაც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ

ჩვენი ამოცანაა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, აუცილებელია მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის და ამ მიმართულებით უწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება შემდგომი 9-10 წლის განმავლობაში, რათა ზრდის ის ტემპი, რომელიც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ და ამბიციურ გეგმებს, რომლებიც გვაქვს, მივაღწიოთ თქვენი ჩართულობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო