ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის მოცულობა 7 მილიარდ ლარს შეადგენს

ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად უფრო ინკლუზიური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს.

„გარდა ამისა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად უფრო ინკლუზიური. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, სოფლის მეურნეობაში ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას და გაძლიერებას. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მეტის წარმოება შეგვიძლია ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას და მეტ ინკლუზიურობას“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა