თეა წულუკიანი - საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე

საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოებს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანი აღნიშნავს, „ირაკლი ფარჯიანის ფონდის“ დახმარების შედეგად შექმნილი სახელმწიფო ლაბორატორია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების სათანადო ხარისხის დასაცავად.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ფონდის დახმარების, კონსულტაციის და სხვა ტიპის ხელშეწყობის შედეგად, საქართველოში პირველად შევქმნით სახელმწიფო ლაბორატორიას, რომელიც იმუშავებს ხელოვნების ნიმუშების კვლევასა და ექსპერტიზაზე, ასევე განახორციელებს კომპლექსურ კვლევით სამუშაოს, მათ შორის, ავთენტურობის დადგენის ნაწილში.

დღემდე არ არსებობს საქართველოში სახელმწიფოსგან ამგვარი მომსახურება ქართველი და რეგიონის ხელოვანებისთვის. „ირაკლი ფარჯიანის ფონდი“ და მისი კვლევითი ცენტრი ცდილობდა ამ ხარვეზის შევსებას თავისი ძალებით. ფონდი წარმატებით ავსებდა ამ ხარვეზს და იცავდა ხელოვანების უფლებებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მომსახურებაც. სწორედ სახელმწიფო კვლევის და მომსახურების მიზნით, რომელიც არ არსებობს, კულტურის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დაარსდეს ლაბორატორია. დაგვეთანხმა ფონდი და ფონდის ხელმძღვანელობა, რომ გაგვიწიოს კონსულტაცია.

კომპლექსური კვლევა, შესაბამისი სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელიც იტყვის, ესა თუ ის ნახატი განსაკუთრებით, გარდაცვალების შემდეგ, ეკუთვნის თუ არა მოცემულ ავტორს, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საავტორო უფლებების დასაცავად, არამედ ქართული კულტურის ნიმუშების ხარისხის სათანადო დასაცავად“, - აღნიშნავს წულუკიანი.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია