ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „მძიმე სიტუაცია არ არის“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „ძალიან მძიმე სიტუაცია არ არის“ და შესაძლებელია, გამაგრებთი სამუშაოების დაწყება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მყისიერი რეაგირება მოხდა და კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს საფრთხეების მონიტორინგს, მათ შორის, მეწყერის საფრთხეებს.

შესაბამისად, გამოვლინდა ახალი მეწყრული ტერიტორია, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. პროტოკოლის შესაბამისად, მყისიერი რეაგირება მოხდა, შეჩერდა კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შექმნოდა საფრთხე. არ არის ეს ძალიან მძიმე სიტუაცია, როგორც მე მეუბნებიან, შესაძლებელია გამაგრებთი სამუშაოები, ექსპერტები მუშაობენ და სწავლობენ “,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ცნობისთვის, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ზურა რიკაძის თქმით, პირველადი დასკვნები ხვალ იქნება ცნობილი. პირველადი შეფასებით, მეწყერის გააქტიურების მიზეზი რთული გეოლოგიური და გეომორფოლოგიური პირობებია.

იხილეთ ვიდეო:ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული ტერიტორიაა „მძიმე სიტუაცია არ არის“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს