ალუდა ღუდუშაური - გიორგი ვაშაძე პირველობას არავის ანებებს საცირკო შოუების წარმოდგენაში და სხვა ოპოზიციონერები მასთან კონკურენციაში შედიან

თამარ ჟვანიას უფრო მეტი ვაჟკაცობა, გამბედაობა, სახელმწიფოებრივი ხედვა და პასუხისმგებლობა აღმოაჩნდა, ვიდრე მთელ ოპოზიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანია თავისი საქმის პროფესიონალი იყო.

„თამარ ჟვანია არსად გაქცეულა და არავის გადაუყენებია. ქალბატონი ჟვანია იყო არჩეული თანამდებობის პირი. მას უფრო მეტი ვაჟკაცობა, გამბედაობა, სახელმწიფოებრივი ხედვა და პასუხისმგებლობა აღმოაჩნდა, ვიდრე მთელ ოპოზიციურ კონგლომერატს, რომლებიც ყიყინებენ, რაღაც აჟიოტაჟში არიან და დესტრუქციას აწყობენ.

ქალბატონი ჟვანია არის პირი, რომელიც 25 წლის განმავლობაში პრაქტიკულად, სწავლობდა არჩევნებთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, როდესაც გამოკითხვაზე გვყავდა კომისიას დაბარებული.

ბატონი რომან გოცირიძე ერთი წლის უკან გამოდიოდა და ახმოვანებდა, რომ საარჩევნო უბნიდან მინიმუმ 25 მეტრი დავიცვათ, რომ ადამიანების შეკრები იყოს აკრძალულიო, ეს იქნება გარანტია, რომ იქ არანაირი გაყალბება და ექსცესი არ მოხდებაო. ჩვენ 4-ჯერ გავზარდეთ ეს და 25-ის ნაცვლად 100 მეტრი გავაკეთეთ, ამიტომ, ჩვენი ნება იყო, რომ მოვისმინეთ მთელი რიგი ის საკითხები, რომლებიც შეიძლებოდა, რომ საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილიყო და ეს პროფესიონალისგან უნდა მოგვესმინა და დიახ, ასეთი იყო თამარ ჟვანია.

ოპოზიციას მივმართავ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ძირითადად მის სატელიტებს ვგულისხმობ - საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით არ გინდა მსჯელობა, სასამართლო მიმართულებაში არ გინდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან მიმართებაში არ გინდა, საგნობრივი დისკუსია და საქმიანი მსჯელობა არ გინდა, მაგრამ გინდა საცირკო წარმოდგენა. დიახ, ბატონი გიორგი ვაშაძე პირველობას არავის ანებებს ამ საცირკო შოუების წარმოდგენაში და ახლა, როგორც ჩანს, სხვა ოპოზიციონერებმაც იფიქრეს, რომ რითი უნდა დაკავებულიყვნენ. საქმის კეთებაზე ორიენტირებული ეს ხალხი არ არის და ამიტომ ახლა, კონკურენციაში შედიან გიორგი ვაშაძესთან. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა