სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში დაცულ მონაცემებზე წვდომის გზით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ან რეგისტრაციის მსურველი ოჯახებისათვის სარეიტინგო ქულის დათვლის პროცედურის განხორციელებისას ოჯახების დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების იდენტიფიცირება.

მემორანდუმი „მინდობით აღზრდის ანაზღაურების“ მიმღებ ბენეფიციართა, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ბაზებში დაცული ინფორმაციის უმოკლეს დროში მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გაუმჯობესებს.

„მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაცემთა ბაზების კიდევ უფრო დახვეწასა და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის“,- ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა.

როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, აღნიშნული მემურანდუმის ფარგლებში სააგენტოებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება.

„დოკუმენტი არსებულ ბაზებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ბენეფიციარებისთვის სერვისის მიწოდების ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწოთ. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო დაიხვეწება“, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ მოაწერეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს