გიორგი გახარია - ვგავარ წამებულს? - მე, წამებულის მანტიას არ ვირგებ!

როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ, მე, წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ჰყავს ყველაზე განათლებული, კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა ადამიანები თავის რიგებში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება იმდენადაა შეშინებული, რომ ტყუილებს თხზავს.

„ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, კიდევ ერთხელ გეუბნებით იმას, რომ ვერანაირი ტყუილებით, შუქის ჩაქრობებით, ოფისებიდან გამოდგებით, სუს-ის მეთვალყურეობით და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი ძალა, მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ მთლიანად იგონებს და თხზავს ტყუილს, მერე ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით, შემდგომ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისვე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს იცით? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მმართველმა ძალამ თავის მხარდამჭერები, თავის პარტიის წევრები დაარწმუნოს იმაში, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია. ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, - აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, მთავრობას ჰგონია, კაბინეტში რომ შევა მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს. როგორც გახარია აღნიშნავს, ამ ქვეყანაში პრივილეგირებული ხალხი არ უნდა იყოს.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ორნიშნა რიცხვი - ეს არ არის მარტო რიცხვი, ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილი. სახელმწიფომ, უბრალოდ, უნდა შექმნას ყველა ის პირობა იმისთვის, რომ განათლებულმა, ჯანსაღმა, კეთილსინდისიერმა ადამიანმა შეძლოს თავის შრომით თავისი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. ამას ბევრი რამ სჭირდება, სჭირდება ნორმალური, თანაბარი პირობები. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს პრივილეგირებული ხალხი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, როდესაც ხალხი მთავრობაში მოდის და ჰგონიათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ან მათ უკეთესად იციან, ამ ქვეყანას რა სჭირდება. სამწუხაროდ, მთავრობას ჰგონია, რომ კაბინეტში რომ შევა მერე მთელი ცხოვრება იქ უნდა დარჩეს, თან ჰგონია, რომ უკეთესად იცის, ხალხს რა სჭირდება. ეს ასე არ არის, დამიჯერეთ“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პარტია„საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილი საქართველოს მოქალაქეების პატივისცემაა.

„ კიდევ ერთი რამ, რაც მინდა, თითოეულ თქვენგანს და მხარდამჭერებს გითხრათ: არაფერი სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის. არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, დავპირდეთ ის, რისი გაკეთების თავიც არა გვაქვს და ვერ შევძლებთ, და ეს წინასწარ ვიცით - მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე!“ - აცხადებს გახარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო