ნათია მეზვრიშვილი - მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს!

მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. გარდა იმისა, რომ ეს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარტიის იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული.

„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გზა გადის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმირებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატის გადახედვა, ფუნქციების დეცენტრალიზაცია მაქსიმალურად. პირველ რიგში, ყველა რეფორმა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფი შესუსტდეს და საბოლოო ჯამში აღმოიფხვრას. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ამ მიზნისკენ არის მიმართული. ეს გულისხმობს ორმაგი ორი მესამედით მოსამართლეების დანიშვნა-არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-მა და ასევე, არამოსამართლე წევრების 2/3-მა უნდა მიიღოს ერთობლივად გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გაართულებს გავლენიანი ჯგუფების არსებობას სასამართლო სისტემაში და იქნება პირველი წინგადადგმული ნაბიჯი ამ გავლენების შესამცირებლად. ბევრ სხვა საკითხზე იყო აქცენტი, მათ შორის იმაზეც, რომ მოსამართლეების დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ასუსტებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას და არღვევს მას“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა