სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, პირველი ფორუმი სამგორის რაიონში გაიმართა, სადაც 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა შრომის ბაზარზე აქტიური 300-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს ამავე რაიონის მაჟორიტარ წევრებთან, რევაზ სოხაძესთან და გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, დაესწრო.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დასაქმების ფორუმის მიზანი სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობაა. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დასაქმების ფორუმის შედეგი წარმატებული იქნება და ღონისძიების შედეგად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდება.

„დღეს სამგორის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ერთი მხრივ დამსაქმებლებისთვის, რომელთაც ვაკანსიები აქვთ და მეორე მხრივ ადამიანებისთვის, რომლებიც სამუშაოს მაძიებლები არიან. შეთავაზებულია მრავალფეროვანი, სხვადასხვა სფეროს შესაბამისი ვაკანსია. საერთო ჯამში წარმოდგენილია რამდენიმე ასეული ვაკანსია.

მე დარწმუნებული ვარ, ათეულობით ადამიანს დღეს დასაქმების შესაძლებლობა ექნება. მინდა, მადლობა გადავუხადო დამსაქმებლებს და დასაქმების სააგენტოს, რომლის ეგიდითაც ტარდება დღევანდელი ღონისძიება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, როგორც კერძო სექტორს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს. ეს არის ძალიან კარგი ფორმატი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგიც კარგი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებაზე მისული სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლებს პირისპირ შეხვდნენ, სასურველი ვაკანსიის თაობაზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები წარმოაჩინეს.

დასაქმების ფორუმი ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონში გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა