თბილისის მერია - სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ჯამში, 13 480 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს იმ გზის მონაკვეთის მთლიან მოასფალტებას, სადაც N109 ავტობუსი მოძრაობს. გზა ძალიან დაზიანებული იყო და ნაწილობრივ გრუნტიანი. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის ღირებულება 800 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „L&L” ასრულებს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა