კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ფორუმზე ფინანსური ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

1-ელ ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც ასტანის ფინანსური დღეების ნაწილია, COVID-19-ის პანდემიისა და ფინანსური ინკლუზიურობის საკითხების განხილვას დაეთმო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ფინანსური ინკლუზიურობის ხელშესაწყობად ინოვაციური გადაწყვეტილებების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრა. კობა გვენეტაძის განცხადებით, ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას ფინანსური ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

"ფინანასური ტექნოლოგიების სექტორის მხარდასაჭერად, 2 წლის წინ, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე, სერვისებსა და ბიზნესმოდელებზე და მიზნად ისახავს, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფინტექისთვის შესაფერისი ეკოსისტემის შექმნაში. სწორედ საბანკო სფეროში ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით დაინერგა ციფრული ბანკის ჩარჩო. ღია ბანკინგის ჩარჩოს დანერგვაც ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია ფინტექ კომპანიებისა და ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარებისთვის, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით, ფინანსური სერვისების მიწოდება საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისებზე ყველა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა, ხოლო ჩვენ, როგორც რეგულატორმა, უნდა უზრუნველვყოთ ამ პროდუქტების გამჭვირვალობა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა და ფინანსური სტაბილურობა",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ღონისძიებას CAREC-ის წევრი ქვეყნების საფინანსო სექტორის, ფინანსთა სამინისტროების, ცენტრალური ბანკების, ფინანსური მარეგულირებელი ორგანოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ერთმანეთს ფინტექის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. ამასთან, ისაუბრეს ინოვაციებზე, რასაც შეუძლია ფინანსური ინკლუზიურობა უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი გახადოს.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით