რომან გოცირიძე გახარიაზე - ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!

გახარიას ხმა მაშინ უნდა ამოეღო, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ იყო მჩაგვრელი, - ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, გახარიას მართლა დევნიან, რაც გამოწვეულია შიდა კონკურენციით და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის წინააღმდეგობით. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე ადგილების მოსაპოვებლად მიდის, „რის გამოც ერთმანეთს ჭამენ“.

„ბატონ გახარიას გონება ახლა გაუნათდა! როცა პრემიერ - მინისტრი იყო, გონება დაბნელებული ჰქონდა თუ ატყუებდნენ?! როცა ამბობს, რომ თურმე სუს-ი უთვალთავლებს და გასაქანს არ აძლევს, ცუდია ხომ?! მაგრამ თვითონ რომ სუს-თან ერთად დარბოდა ზუგდიდში და პოლიციისა და სუს-ის ძალებით საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებას ახდენდა, ეს ვინ იყო - ის სუს-ი არ იყო, რომელიც ახლა მას სდევნის? მან ძალიან კარგად იცის, რას აკეთებდა ხელისუფლება არჩევნების დროს და რას აკეთებდა თვითონ. ძალიან კარგად გვახსოვს კერზაიას საქმე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე „სასაცილოს" უწოდებს გიორგი გახარიას განცხებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს გამორიცხავს.

„ჯერ ერთი, ვის უნდა მასთან ალიანსი?! ეს იცით როგორ არის? - რესტორანში სუფრა რომ იყოს გაშლილი, იდგე რესტორნის გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე: არავითარ შემთხვევაში არ შევალ! ვინ გეპატიჟება?! იდექი წვიმაში და სუსხში და კარგად გაიგე, რა არის „ქართული ოცნება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა