მიხეილ სარჯველაძე - 5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი - ამ პერიოდში შს მინისტრის კომიტეტში მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია

5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი - ამ პერიოდში შს მინისტრის მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მოთხოვნას, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოწვევის შესახებ.

სარჯველაძის თქმით, თუ მათი სურვილი იქნება, კომიტეტზე მინისტრს 5 ივლისის შემდეგ მოუსმენენ. მისი თქმით, არსებობს, რეგლამენტის მოთხოვნები, რომელსაც დაცვა სჭირდება, მაგალითად კომიტეტის მოწვევის შესახებ 3 დღით ადრე ინფორმაციის გამოქვეყნება და ასეთი საკითხების დაყენების დროს, კომიტეტისთვის ერთი კვირით ადრე მიმართვა.

„საფუძველი და სურვილი რასთან დაკავშირებითაც იყო, სამწუხაროდ, ცოტა გვიან დაზუსტდა, გაუმართავი წერილით მოგვმართა ფრაქციამ, შემდეგ ეს გამართეს და ხარვეზი შეივსო, თუმცა, 5 რიცხვამდე თვითონ პერიოდი იყო ცოტა პრობლემური. რეგლამენტით არის განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომელსაც დაცვა სჭირდება. ძალიან მცირე დროა დარჩენილი 5 ივლისამდე, თუ მათი სურვილი შს მინისტრის მხოლოდ 5 ივლისამდე მოწვევა გახლავთ, ეს მართლაც ძალიან რთულია, ამ პერიოდში მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ 5- ის მერე მათი სურვილი კვლავაც იარსებებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, კონსულტაცია და ეს კომიტეტის სხდომა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს ორგანიზატორების უდაო უფლებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს