რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ძალადობა და ესკალაცია ყოველთვის წახალისებული იყო

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ძალადობა და ესკალაცია ყოველთვის წახალისებული იყო.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ჯგუფები, რომელსაც განსხვავებულობის გამო, თავის დაცვა ხელისუფლებისა და მოძალადე ჯგუფებისგან უწევს.

„ისტორიას არასდროს დაავიწყდება ის სამარცხვინო ფაქტი, როცა შავებში ჩაცმული 20 000-მდე კუნთიანი მამაკაცი, სასულიერო პირებთან ერთად, ქუჩაში ათ ახალგაზრდას ტაბურეტკებით დასდევდა. ამ სამარცხვინო ლაქას პირველ რიგში „ქართული ოცნების" ხელისუფლება ვერ ჩამოირეცხავს, რადგან ის რაც მოხდა, მათი იდეოლოგიისა და ქმედებების შედეგი იყო. პარლამენტში სამარცხვინო განცხადებები დღესაც ისმის, რომ თურმე აქციის ორგანიზატორებს კანონით მინიჭებული უფლებები აქვთ, მაგრამ მოდი, კანონი დღეს არ დავიცვათ და სამომავლოდ გადავდოთ... თურმე აქცია გარემოებათა გამო დღეს არ უნდა ჩატარდეს. კანონი თურმე გარემოებათა შესაბამისად მოქმედებს...შავბნელი ძალები ხელისუფლების წაყრუების შედეგად მუდამ ძალადობენ საზოგადოებაზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა