მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროა, რომ გახარიამ იმ რიტორიკას აუბა მხარი, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს სააკაშვილი, თითქოსდა "ქართულ ოცნებას" ქვეყანა უკან-უკან მიჰყავს

სამწუხაროა, რომ გიორგი გახარიამ იმ რიტორიკას აუბა მხარი, რომელსაც აქტიურად მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ თითქოსდა "ქართულ ოცნებას" ქვეყანა უკან-უკან მიჰყავს , - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გახარია ქვეყნის განვითარებასა და პროგრესზე პასუხისმგებელი პირი იყო და სამწუხაროა, თუ თავის ნამოქმედარზე ასეთი შეფასებები აქვს.

"სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, გახარიამ სააკაშვილის რიტორიკას მხარი აუბა, ეს დასანანია. ნამდვილად სამწუხაროა ჩემთვის და ქვეყნისთვის, რადგან პოლიტიკური ლიდერი გამოჩნდა, რომელიც მის ნამოქმედართან დაკავშირებით თუ ასეთ შეფასებებს აკეთებს, ესეც დასანანია. ამის გაკეთება მხოლოდ იმიტომ, რომ სადმე რაღაცა დივიდენდის მოპოვება სურს. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ეს ადამიანი იყო ქვეყნის პირველი პირი, პროგრესსა და განვითარებაზე პასუხისმგებელი იყო და როცა ეს ადამიანი ასე საუბრობს მარტო იმიტომ, რომ სადღაც რაღაც დივიდენდი მოიპოვოს, მან და მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ეს არასწორია. წავიდა კამპანია, თითქოს, ვიღაცა მსხვერპლის მანტიას ირგებს, თითქოს, ხელისუფლებისგან იდევნება, არ აქვს ასეთი საჭიროება უბრალოდ", - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა