გურამ ფალავანდიშვილი - დღეს 19:00 საათამდე ვიდგებით, თუ შევძლებთ გზას გადავკეტავთ, რომ არ შევიდნენ, შევარდნას არ ვაპირებთ - რაც შეეხება 5 ივლისს, ის არ უნდა ჩატარდეს

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენლის გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას 19:00 საათამდე გეგმავენ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე კვერცხები და ცარიელი ბოთლები ისროლეს, რაც ფალავანდიშვილის შეფასებით, პროტესტის „მშვიდობიანი ფორმაა“.

„19:00 საათამდე ვიდგებით, თუ შევძლებთ ახლა აქ გზას გადავკეტავთ, რომ არ შევიდნენ. შიგნით შევარდნას არ ვაპირებთ. აქ ქალმა კვერცხები ისროლა, მე ამას ვამართლებ, შეძახილებიც იყო. გინებას და დარტყმას არ ვამართლებ. ჩვენი შვილები ხედავენ, რომ ეს სიბინძურე ტარდება ხალხის პროტესტის ფონზე. რაც შეეხება 5 ივლისს, ის არ უნდა ჩატარდეს. მხოლოდ ერთი შანსია, ჩვენ დავიკავებთ მთელ რუსთაველს, მღვდლებიც იქნებიან თუ პოლიციას ეყოფა ძალა და დაგვხოცავს, მაშინ ჩვენს გვამებზე გაივლიან“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობამ პროვოკაცია არ უნდა დაუშვას.

„ცარიელი ბოთლები იყო, აქ იყო კვერცხები და ეს იყო მშვიდობიანი ფორმა. თუ პოზნერს შეგიძლია კვერცხები ესროლო და მთელი სასტუმრო ჩამოიღო, ჩვენ 3 კვერცხი ვესროლეთ ამ გარყვნილ პროპაგანდისტებს, რა პრობლემააა. აქ ძალადობა არ არის, ხალხი მშვიდობიანად დგას, ოღონდ გამორიცხული არ არის არც პოლიციის მხრიდან უზრდელობა და არც ხალხის მხრიდან გადაჭარბება, ამიტომ, პროვოკაცია მთავრობამ არ უნდა დაუშვას, თორემ არ არის გამორიცხული, ვიღაც რომ უყურებს ტელევიზორში, პოლიცია გვირტყამს და გვაგინებს, შეიძლება, მოვარდეს და აქეთ დაარტყას, მე არ ვამტყუნებ, თუმცა, ძალადობის მომხრე არ ვარ“,-განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ცნობისთვის, ადგილზე, სადაც “თბილისი პრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს, კვირეულის მოწინააღმდეგეები იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო