თაკო ჩარკვიანი - როდის ვითხოვდით ოპოზიცია ჟვანიას გადაყენებას და როდის ხდება - ხომ არ უკავშირდება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას?

პარლამენტის უფრაქციო დეპუტატის თაკო ჩარკვიანის აზრით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან თამარ ჟვანიას გადადგომა, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან იყოს კავშირში.

“როდის ვითხოვდით ოპოზიცია ჟვანიას გადაყენებას და როდის ხდება... ხომ არ უკავშირდება ეს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას?! ამით დასავლეთს დაანახეს, რომ თამარ ჟვანია მოხსნეს, მაგრამ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ სასამართლო რეფორმას არ ასრულებენ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში“.

დეპუტატის შეფასებით, “თუ სასამართლო რეფორმა ახლა არ მივიღეთ, ქვეყნის განვითარება დამთავრებულია“, ოპოზიციამ კი ამ საკითხის გარშემო გაერთიანება უნდა შესძლოს.

“ხდება უვადოდ მოსამართლეების გამწესება და ვიღებთ ფასადურად შეცვლილ ჟვანიას. “ქართული ოცნება“ სასამართლო რეფორმას არ ატარებს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს