სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება - ვინც იტყვის, რომ არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ეს არის ტყუილი, ეს შეუძლებელია

ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება - ვინც იტყვის, რომ პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ეს არის ტყუილი, ეს არის შეუძლებელი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

“ჩვენი მიზანია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად წამოვიღოთ, რათა “ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. ახლა ეს არის ყველაზე მთავარი და პირველხარისხოვანი, რაც ვერავითარი გაერთიანებით ვერ მოხდება. თუკი ყველა პარტია ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიის ქვეშ გაერთიანდება, 26% გახდება 57%?! არა - დარჩება 26%. ასეთი გაერთიანება ლოგიკურადაც აზრს მოკლებულია. თუკი ერთი არჩევანი დარჩება, ჩემი ამომრჩეველი იმ ერთს ხმას არ მისცემს“, - განმარტა სერგო ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნებისთვის პარტიებს შორის იქნება თანამშრომლობა და კოორდინაცია, რათა გაყალბება არ მოხდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს