ნატალია ვუტოვა - საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფარგლებში

დღევანდელი ღონისძიება განსაკურებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ განვიხილოთ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

„დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროსაბჭო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ძალიან აქტიურად მრავალი წლის განმავლობაში. დღევანდელი ღონისძიება განსაკურებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ განვიხილოთ როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააძლიერონ დიალოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მოქალაქეების უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფარგლებში. სასამართლომ პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი, ევროპული ღირებულებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა