ანა აბაშიძე - მარტო ლგბტ თემის ინტერესი კი არაა იდენტობა გამოხატონ, მთელი საქართველოს ინტერესია „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი

გამოხატვა არის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის დედამიწაზე უფლება არ აქვს შეეხოს ამ უფლებას, როცა ადამიანი მის განხორციელებას აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ტრადიციად იქცა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, გემოვნების მიხედვით, ადამიანების უფლებების შეზღუდვა.

„სამწუხაროდ, ამას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს უწყობდა სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა არ ჩაერიოს და თუ ვინმე ერევა აღკვეთოს. თუ ჩვენ გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა თავისუფალ გარემოში ცხვორება, იმიტომ, რომ ბედნიერება სხვანაირად არ მიიღწევა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. „პრაიდი“ არის ერთ-ერთი მაგალითი. გაგახსენებთ, არც გენდერული თანასწორობა მოსწონთ, არც ქალთა უფლებები. პიროვნულად ვიღაც არ მოსწონთ და მისი გამოსვლა უნდათ რომ აღკვეთონ, ეს არის ტირანიისკენ მიმავალი საშიშროება. ამიტომ მარტო ლგბტ თემის ინტერესი კი არაა მათი იდენტობა გამოხატონ და იამაყონ, მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი იმისთვის, რომ, პირობითად, ხვალ თავის მეზობელთან რომ ექნება რაღაც გასაპროტესტებელი და გამოვა ბანერით, რომელიმე პიროვნებამ ვის გემოვნებაშიც არ ჩაჯდება, არ აღკვეთოს ეს გამოხატვა. აქედან გამომდინარე, ვიწრო ინტერესი არაა აქ, ეს არის საზოგადოების ინტერესი მივცეთ ადამიანებს უფლება გამოხატონ რაც სურთ, რომელიც არასდროს მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით როცა „პრაიდზეა“ საუბარი“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც პირველი ღონისძიება გაიმართა. ამის პარალელურად აქცია გამართეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმაც. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. სამართალდამცველებმა აქციაზე 20 პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა