ირინა იმერლიშვილი - სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება ქვეყანას, როცა ყველა ანგარიშში, სადაც საქართველოა ნახსენები, იქვეა ნახსენები პრობლემები მართლმსაჯულებაში, სასამართლოში

სამწუხაროა და სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება ამ შემთხევაში ქვეყანას, როდესაც ყველა ანგარიშში, რაც კი საქართველოს შესახებ ყოფილა და სადაც საქართველოა ნახსენები, სამწუხაროდ, იქვეა ნახსენები პრობლემები მართლმსაჯულებაში, სასამართლოში და ეს არ არის მხოლოდ საერთო სასამართლოების ზიანი, ეს არის ზიანი, რომელიც ადგება მთელ ქვეყანას. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოიქცა კანონის დაცვით,- ასე ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების საკითხს.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონის შესაბამისად მოიქცა.

„როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, მათი პასუხისმგებლობა იყო ისიც, რომ თუ ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ უნდა შეჩერდეს თუ დაპაუზდეს ესა თუ ის პროცესი, მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამის იმპლემენტაციას მოახდენს და შემდეგ ამის საშუალებას მისცემდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოიქცა ისე, როგორც წერია კანონში და ისინი არ არიან პასუხისმგებლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საუბრობენ, რომ „ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის სრული დაცვით“, ნამდვილად ასე წერია კანონში, რომ როდესაც, ერთი მხრივ, უფლებამოსილება გაუვა საბჭოს წევრებს, საბჭოს წევრები მათი ასარჩევია. მეორე მხრივ, უზენაესი სასამართლო, როდესაც უნდა შეივსოს და იქ პროცესის ვადებიც წერია, ისინი შესაბამისი პროცედურით იმოქმედებენ ამ ვადებში. თუმცა, ვიმეორებ, ეს პასუხისმგებლობა აღებულია პოლიტიკოსების მიერ. საქართველოს პარლამენტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ კანონმდებლობაში ყოფილიყო ცვლილები, თუკი ამას მოითხოვდა საერთაშორისო თანამეგობრობა, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს