ანა ნაცვლიშვილი პრაიდზე - ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის რეალობა, რომელიც ვნახეთ - პოლიციამ იმოქმედა ზუსტად და ამის გამო შექებას იმსახურებს

ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის რეალობა, რომელიც ვნახეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა ძალიან ზუსტად, კანონის შესაბამისად და ამის გამო ისინი შექებას იმსახურებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „თბილისი პრაიდის“ გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

„ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის რეალობა, რომელიც ვნახეთ. ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ სხვა ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავებული პოზიცია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მშვიდობიანად. ხდებოდა სიძულვილის პირდაპირი ფრქვევა ქუჩაში, მძიმე იყო ამის ყურება.

ვფიქრობ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა ძალიან ზუსტად, კანონის შესაბამისად და ამის გამო ისინი შექებას იმსახურებენ. მართალია, ეს მათი ვალდებულებაა, მაგრამ ზოგჯერ უჭირთ ხოლმე სახელმწიფო ინსტიტუციებს თავისი ვალდებულების შესრულება, ამიტომ თითოეული პოლიციელი, რომელიც შეიძლება თავადაც არ ეთანხმებოდა ამ საკითხს და განსხვავებული მოსაზრება აქვს, მაგრამ იდგა იქ და თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, შექებას იმსახურებს“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს