დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთ მსვლელობაში ან აქციაში მონაწილეობისგან, რასაც შესაძლოა, პროვოკაცია მოჰყვეს

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. როგორც მან „პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი მსვლელობაში ან აქციაში მონაწილეობისგან, რასაც შესაძლოა, პროვოკაცია მოჰყვეს.

„ერთი მხრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხადია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და დაცული უნდა იყოს, მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც კონკრეტულ მსვლელობას, კონკრეტულ აქციას, შესაძლოა ჰქონდეს გარკვეუწლილად პროვოკაციული ხასიათი, ან ასევე პროვოკაციული ქმედება იყოს გამოყენებული, ასეთი მსვლელობისგან თავი უნდა შევიკავოთ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და ასე ხდება ჩვენს ქვეყანაშიც.

ჩვენ ვსაუბრობთ მსვლელობებზე და არა კონკრეტული პირების მისვლაზე. ვსაუბრობთ ამ აქციის ორგანიზატორებზე და მსვლელობაზე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს რაიმე სახის მნიშვნელოვანი დისონანსი საზოგადებრივ ცხოვრებაში. ასეთი ქმედებებისგან, შესაძლოა, ზოგადად, თავის შეკავება უკეთესი იყოს“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც პირველი ღონისძიება გაიმართა. ამის პარალელურად აქცია გამართეს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმაც. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს. სამართალდამცველებმა აქციაზე 20 პირი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა