გიორგი ვაშაძე - ცესკოს თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატის კრიტერიუმი ის იქნება, რომ სტრესტესტი ჰქონდეს გავლილი

ცესკოს თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატისა და ცესკოს წევრების კრიტერიუმი იქნება ის, რომ სტრესტესტი ჰქონდეს გავლილი ადამიანს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ადამიანს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ხელისუფლებისა და ოპოზიციისგან წამოსული სტრესისა და ზეწოლისთვის უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა გაწეული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიღებული. ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას მსგავს ერთ კანდიდატზე შეთანხმება ძალიან გაუჭირდება, თუმცა საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის დახმარებით ეს უნდა შეძლოს.

„ახლა ნომერ პირველ ამოცანად მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შეიტანონ კონკურსში განაცხადი. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც უნდა ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს, მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, რათა ისე არ აღმოჩნდეს, რომ 2-3 კანდიდატი დაფიქსირდეს და ცუდსა და უარესს შორის იყოს არჩევანი გასაკეთებელი.

ცესკოს თავმჯდომარეობის საუკეთესო კანდიდატისა და ცესკოს წევრების კრიტერიუმი ის იქნება, რომ სტრესტესტი ჰქონდეს გავლილი ადამიანს. რას ნიშნავს სტრესტესტი - მას საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, სტრესულ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს, უნდა ჰქონდეს ეს ტესტი გავლილი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიღებული. მე პატივს ვცემ ძალიან ბევრ დამოუკიდებელ ექსპერტს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელს, მაგრამ სტრესტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს ჰქონდეს გავლილი. ეს არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მე მხარს დავუჭერ თუ დავუჭერ რომელიმე კანდიდატურას. თამარ ჟვანიაც სამოქალაქო სექტორიდან მოდიოდა და მერე მთავარ გამყალბებლად ჩამოყალიბდა, იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სტრესტესტი გავლილი. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, მე არ ვიცი ის აპირებს თუ არა მონაწილეობას, მაგრამ მას სტრესტესტი გავლილი აქვს, როგორც სახალხო დამცველს,“- განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს