მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერ ღონისძიებებზე.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სვანეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია მესტიასთან რეგულარული რეისების გაზრდის შესაძლებლობამ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გლობალურად ტურიზმის სექტორი დგას, ასევე იმ შესაძლებლობებსა და აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ვხედავთ ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. ასევე, ვიმსჯელეთ ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე,“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული და მთის კურორტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჭირაქაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა